Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დონარუმა:“ ძალიან უაზრო გოლი გავუშვით, იმედგაცრუებული ვარ“

ევროპა ლიგაზე მილანი ლილს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1 – 1 დასრულდა. ამ მომენტისთვის H ჯგუფს 8 ქულით ლილი ლიდერობს, მე-2 ადგილზე კი 7 ქულით მილანია.

მატჩის შემდეგ კომენტარი ჯიჯო დონარუმამ გააკეთა.

„ჩვენ მოგება შეგვეძლო, ძალიან უაზრო გოლი გავუშვით, რომლის თავიდან აცილება შეგვეძლო და იმედგაცრუებული ვარ, თუმცა მთავარი ის არის, რომ არ წავაგეთ. წინ ორი ფინალი გველოდება და ჩვენი ბედი ჩვენს ხელთ არის.

„დაგვაკლდა თუ არა იბრა ? რა თქმა უნდა, ის ძალიან დიდი ჩემპიონია, რომელიც გუნდს უდიდეს დახმარებას უწევს, მაგრამ მის გარდა მილანს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და მათ შეუძლია, რომ იბრა ჩაანაცვლონ.

„კაპიტნის სამკლაური ? ეს ძალიან დიდი პატივია, მაგრამ გუნდის კაპიტანი ალესიოა და კვირას გუნდს სწორედ ის უკაპიტნებს.

„მარადონა ? ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი და გამორჩეული ფიგურა იყო. ჩვენ ეს სიახლე საფრანგეთში ჩაფრენისთანავე გავიგეთ და ძალიან გვეწყინა, მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო.“