Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დორტმუნდის უარი იუვენტუსს

იუვენტუსი ზაფხულში ჯიჯო დონარუმას გაფორმებას შეეცდება, თუმცა ამისთვის პირველ რიგში ვოიცეხ შესნი უნდა გაყიდოს და ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.

Calciomercato-ს ცნობით, ბიანკონერიმ შესნი რამდენიმე გერმანულ და ინგლისურ გუნდს შესთავაზა, მათ შორის დორტმუნდს, რომელიც ახალ კიპერს ეძებს, მაგრამ წყაროს ცნობით, გერმანელებმა ასაკის გამო შესნის ტრანსფერზე უარი განაცხადეს.

31 წლის კარის დარაჯი სეზონში 6 მილიონ ევროს იღებს, რის შემცირებასაც ის არც ახალ გუნდში გეგმავს, რაც ფეხბურთელის გაყიდვას კიდევ უფრო ართულებს.

გათიშვა