Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დორტმუნდმა და მილანმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

იტალიურ და გერმანულ მედიაში იულიან ბრანდტის მიმართ მილანის ინტერესის შესახებ საუბრები არ წყდება და Calciomercato-ს ინფორმაციით, შესაძლოა მხარეებმა ფეხბურთელები გაცვალონ.

როსონერი შემტევი ნახევარმცველის ძიებას განაგრძობს და 25 წლის გერმანელი როგორც ტექნიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით მილანის კრიტერიუმებს შესანიშნავად აკმაყოფილებს.

რამდენიმე კვირის წინ დორტმუნდს მილანის პორტუგალიელი შემტევი რაფაელ ლეაო დაუკავშირეს, რომლის მომავალიც როსონერის რიგებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და წყაროს ინფორამციით, მხარეებმა შესაძლოა პირდაპირი ბარტერი განახორციელონ, რადგან ორივე ფეხბურთელის ღირებულება 25 მილიონის ფარგლებში მერყეობს.