Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დორტმუნდმა ჰაალანდს ფასი დაადო

ერლინგ ჰაალანდი სენსაციურ თამაშს განაგრძობს და ევროპაში არ არსებობს ისეთი გუნდი, რომელსაც მისი გაფორმება არ უნდა, თუმცა გერმანულმა გრანდმა ფეხბურთელს ისეთი ფასი დაადო, ძნელი წარმოსადგენია, რომ ამის გაკეთება ვინმემ ფინანსური კრიზისის ფონზე მოახერხოს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, დორტმუნდი ჰაალანდის გაყიდვას 150 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს, რაც 20 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელის იუვეში ტრანსფერს ფაქტობრივად გამორიცხავს.

ახალგაზრდა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 31 გოლის გატანა მოახერხა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მათ შორის 6 თამაშში 10 გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგაზე მოახერხა.

გათიშვა