Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დრაგუშინის აგენტმა იუვეს დატოვების მიზეზზე ისაუბრა

რადუ დრაგუშინი მიმდინარე სეზონს იჯარის წესით სამპდორიაში გაატარებს, რის შემდეგაც ის ბიანკონერის რიგებზე დაბრუნდება.

ამ თემაზე კომენტარი ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა.

„იუვენტუსის დროებით დატოვება, რომ მას უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონოდა, თავად რადუს თხოვნა იყო. ჩვენ არაერთი წინადადება მივიღეთ, მაგრამ მას იტალიაში დარჩენა სურდა.

„იუვენტუსს მისი ძალიან სწამს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებდა. მას დიდი მომავალი აქვს.“