Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დრაგუშინის აგენტმა ფეხბურთელის სასუოლოში ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

ცოტა ხნის წინ Tuttosport-მა ინფორმაცია გაავრცელა (იხილეთ აქ), რომ იუვენტუსი რადუ დრაგუშინის ლოკატელის ტრანსფერში ჩართვას გეგმავდა და ახალგაზრდა რუმინელმა ფეხბურთელმა ნეროვერდის თანხმობა უკვე განუცხადა.

ამ თემაზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა.

„დრაგუშინს ამ მომენტისთვის თანხმობა არავისთვის უთქვამს. ჩვენთვის იუვენტუსიდან არავის დაურეკავს და გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ არაფერი გვსმენია, მაგრამ თუ ამის საჭიროება გახდება, ჩვენ მზად ვართ წინადადებები განვიხილოთ.“