Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დრაგუშინის კალიარიში ტრანსფერი ჩაიშალა, მან შესაძლოა იტალია დატოვოს

იუვენტუსი ახალგაზრდა ფეხბურთელის რადუ დრაგუშინის იჯარით გაშვებას გეგმავს, რომ ფეხბურთელმა სათამაშო გამოცდილება მიიღოს და შემდეგ ტურინში დაბრუნდეს.

ტურინელები მოლაპარაკებებს კალიარისთან აწარმოებდნენ, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით, გუნდებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა და დრაგუშინმა შესაძლოა იტალია საერთოდ დატოვოს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსს სურს, რომ ფეხბურთელმა რეგულარული სათამაშო დრო მიიღოს და მზად არის ფეხბურთელი ჰოლანდიის, გერმანიის ან ინგლისის ჩემპიონატებში გაუშვას, თუ დაინტერესებული მხარეები მას სათამაშო პრაქტიკის გარანტიას მისცემს.