Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დუარტეს კორონა ვირუსი დაუდასტურდა

მილანის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ლეო დუარტეს პასუხი კორონა ვირუსზე დადებითია და ის იზოლაციაშია გადაყვანილი.

ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, რომელმაც ბოლონისს წინააღმდეგ 18 წუთი ითამაშა, მილანის შემადგენლობაში პირველი ინფიცირებული არ არის. კორონა ვირუსთან ბრძოლა რაფაელ ლეაოსაც მოუწია, თუმცა ის უკვე გამოჯანმრთელდა და გუნდს დაუბრუნდა.

„მილანი ადასტურებს, რომ ლეო დუარტეს ტესტი, რომელიც მას გუშინ ჩაუტარდა, დადებითია და ის სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

„გუნდის ყველა სხვა ფეხბურთელის პასუხი ტესტზე უარყოფითია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.