Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დუგლას კოშტა ინგლისს უახლოვდება

სეზონის ბოლოს ბაიერნში იჯარის წესით მოთამაშე დუგლას კოშტა იუვენტუსს დაუბრუნდება, რადგან რეკორდმაისტერები ბრაზილიელი ფეხბურთელის გამოსყიდვას არ აპირებენ, მაგრამ ის იუვეს გეგმებში არ შედის და ტურინელები უკვე დიდი ხანია, რაც 30 წლის ფეხბურთელის მსურველებს ეძებენ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული მხარე კოშტას ტრანსფერში ინგლისური ვულვზი გახლავთ და მზად არის მის სანაცვლოდ 10.5 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაზეც დიდი ალბათობით იუვენტუსი თანხმობას განაცხადებს.