Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დუგლას კოშტა კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს ?

იტალიური და ბრიტანული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და ვულვზი დუგლას კოშტას ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან და დიდი ალბათობით ბრაზილიელი კარიერას დიდი ალბათობით პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

ანდრეა პირლომ დუგლასს უკვე აცნობა, რომ ის გუნდის გეგმებში აღარ შედის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კულუსევსკიმ თავის სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა და ზოგადად ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.

ვულვზმა დიეგო ჯოტა ლივერპულში გაუშვა და გარემარბის ძიებაშია, იუვეს ბრაზილიელი ფეხბურთელი კი მათთვის პრიორიტეტული ვარიანტია.

The Sun-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ კოშტა იუვეს დატოვებს, ტურინელები მის შემცვლელად ელ შაარავის ან ფედერიკო კიეზას გაფორმებას შეეცდებიან.

Leave a Reply

Your email address will not be published.