Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დუგლას კოშტა კიეზას იუვენტუსში ტრანსფერს ბლოკავს

იუვენტუსი ფედერიკო კიეზას გაფორმებას ცდილობს,  თუმცა ბებერმა ქალბატონმა პირველ რიგში დუგლას კოშტა უნდა გაყიდოს, რომელსაც გუნდიდან წასვლა არ სურს.

იუვენტუსი ვალდებულია, რომ გუნდიდან ერთი ფეხბურთელი მაინც გაუშვას, რომ ჩემპიონთა ლიგის სიაში ადგილი გამონთავისუფლდეს, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, დრო კი სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება.

იუვე და ფიორენტინა ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეთანხმდნენ. ბიანკონერი ფეხბურთელს 1-წლიანი იჯარით აიყვანს, რის სანაცვლოდაც 10-12 მილიონს გადაიხდის, შემდგომში კი მისი გამოსყიდვის საშუალება 50 მილიონ ევროდ ექნება, რომელსაც 4 წლის განმავლობაში დაფარავს

ტურინელები ასევე მატია დე შილიოს და დანიელე რუგანის გაყიდვას ცდილობენ, ხედირასთან კი კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.