Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დუგლას კოშტა:“ რონალდუ ლევანსოვსკიზე უკეთესია“

იუვენტუსის ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად ბაიერნის შემადგენლობაში იჯარის წესით თამაშობს განაცხადა, რომ რონალდუ ლევანსოვსკიზე უკეთესია.

„ბაიერნში დაბრუნება დიდი ხნის წინ მსურდა და ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ყოფნა მიწევს. ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან, მანუელ ნოიერთან, ბოატენგთან, მიულერთან, კიმიხთან კონტაქტი არასოდეს დამიკარგავს და მათ ხშირად ვესაუბრებოდი.

„იუვენტუსში გადასვლამდე სხვა ბევრი წინადადებაც მქონდა, თუმცა მე ბიანკონერი ავირჩიე, რადგან ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მათთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურდა.

„ძალიან გამიმართლა, რომ ნაკრებში ნეიმართან, იუვეში კი რონალდუსთან თამაში მომიწია. ალხა ლევანდოვსკის გვერდით ვთამაშობ, რომელის ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა სტატისტიკით რონალდუ უფრო მაღალ დონეზე დგას.“