Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დუმფრისის აგენტი ინგლისურ გუნდებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის უკანახაზელის დენზელ დუმფრისის აგენტი რაფაელა პიმენტა ინგლისში იმყოფება, სადაც მან შეხვედრა ჩელსის, მანჩესტერ იუნაიტედის და ნიუკასლის წარმომადგენლებთან გამართა და კლიენტის შესაძლო ტრანსფერი განიხილა.

რთული ფინანსური პირობების ფონზე, ინტერს დიდი ალბათობით ნიდერლანდელის გაყიდვა მოუწევს და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში, ნიდერლანდელმა შესაძლოა გუნდი ზამთარშივე დატოვოს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბენეამატა 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოს, ამ თანხის გადახდას კი ჯერჯერობით არავინ აპირებს და დიდია ალბათობა, რომ დუმფრისი სეზონის ბოლომდე ინტერში დარჩეს და გუნდი ზაფხულში დატოვოს.