Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დუმფრისი:“ ახალ სისტემასთან შეგუება გამიჭირდა, თუმცა…“

ინტერის უკანახაზელმა დენზელ დუმფრისმა, რომელმაც სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში შესანიშნავად ასპარეზობს, ნერაძურის რიგებში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

„ინტერში მოსვლის შემდეგ, ახალ სქემაზე გადმოწყობა ცოტა გამიჭირდა და თავიდან კარგად არ მესმოდა, რა სურდა ჩემგან მწვრთნელს, თუმცა საბედნიეროდ ადაპტაციის პერიოდი უკვე გადავაგორე, რაშიც ჩემი თანაგუნდელები ძალიან დამეხმარნენ და ახლა უკეთ ვხვდები, რა მევალება მოედანზე.

„ინტერის დამსახურებით, ახლა მე ტაქტიკის მხრივ გაცილებით უკეთესად ვარ მომზადებული, ახლა ჩემთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, ვითამაშებ 4-3-3 თუ 3-5-2 სქემაში, მე ორივე მათგანი კარგად მესმის და ვფიქრობ, რომ ეს ნაკრებშიც ძალიან დამეხმარება.

„რატომ ავირჩიე ინტერი ? მე წინადადება ევერტონიდანაც მქონა, მაგრამ ინტერში თამაში ძალიან მინდოდა. მართალია ტრანსფერის განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა მე ჩემს აგენტთან ამ საკითხზე ყოველდღიური საუბარი მქონდა და როდესაც ყველაფერი კარგად დასრულდა, ძალიან გამიხარდა.“