Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დურანტე:“ ინტერი გომესის ტრანსფერზე მუშაობს“

ცნობილი საფეხბურთო აგენტის, საბატინო დურანტეს მტკიცებით, ნერაძური ატალანტას კაპიტნის, პაპუ გომესის ტრანსფერზე უკვე მუშაობს.

„ინტერმა პაპუ გომესის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში უკვე მრავლად არის 30-წელს გადაცილებული ფეხბურთელები, ნერაძურის ხელმძღვანელობა ანტონიო კონტეს სურვილების შესრულებას არ ერიდება.“

დურანტემ ლაუტარო მარტინესზეც ისაუბრა.

„ლაუტაროს ბარსელონაში გადასვლა ნამდვილად სურდა, თუმცა ანტონიო კონტემ მასთან მიმართებაში ძალიან კარგად იმუშავა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ინტერი დატოვოს. კონტეს ხელში არგენტინელმა სტაბილურობა შეიძინა.“