Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დღეს გახდება ცნობილი, ითამაშებს თუ არა ოსიმენი იუვეს წინააღმდეგ

იტალიური მედიის ინფორამციით, დღეს სპორტული სასამართლო ნაპოლის აპელაციას განიხილავს და საბოლოოდ გახდება ცნობილი, მოახერხებს თუ არა იუვენტუსის წინააღმდეგ ვიქტორ ოსიმენი თამაშს.

ნიგერიელი ფორვარდი სერია ა-ს პირველ ტურში, ვენეციასთან მატჩის მსვლელობისას გააძევეს, რადგან მან მეტოქე გუნდის ფეხბურთელს სახეში ჩაარტყა და ფეხბურთელს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

ოსიმენმა ჯენოასთან მატჩი უკვე გამოტოვა და ნაპოლის იმედი აქვს, რომ სპორტული სასამართლო ახალგაზრდა ფორვარდს სასჯელს შეუმსუბუქებს და მას იუვესთან თამაშის საშუალებას მისცემს.