Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დღეს იუვენტუსში სერიოზული შეხვედრა იგეგმება

Sky Sport Italia-ს ინფორამციით, რამდენიმე საათში იუვენტუსის სათაო ოფისში უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იგეგმება.

წყაროს ცნობით, შეხვედრას ანდრეა ანიელი, მაქს ალეგრი და გუნდის ახალი სპორტული დირექტორი ფედერიკო ჩერუბინი ერთმანეთს შეხვდებიან და ბიანკონერის სატრანსფერო სტრატეგიას დაგეგმავენ.

წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე არა მხოლოდ გუნდის სამიზნეების, არამედ ახლანდელი შემადგენლობიდან მოთამაშეების წასვლაც განიხილება.

გათიშვა