Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დღეს კორონა ვირუსის შემთხვევა მესამე გუნდმა დაადასტურა…

სამწუხაროდ, დღეს უკვე მესამედ გვიწევს ამ თემაზე სტატიის დაწერა. ნაპოლის და ტორინოს შემდეგ, ვირუსი სასუოლოს ფეხბურთელს, ჯერემი ბოგასაც დაუდასტურდა.

23 წლის ფეხბურთელის დადებითი ტესტი ვირუსზე სასუოლოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა:

„სასუოლომ ფეხბურთელებს, რომლებმაც ტრავმა მოირჩინეს და წინასასეზონო შეკრებისთვის გუნდთან შეერთებას აპირებდნენ, კორონა ვირუსზე ტესტირება ჩაუტარა და სამწუხაროდ ჯერემი ბოგას ტესტი COVID-19-ზე დადებითი აღმოჩნდა.

„ფეხბურთელს ვირუსის არანაირი სიმფტომი გამოვლენილი არ აქვს და ის იზოლაციის პერიოდს სახლში გაივლის.“

ეს მიმდინარე კვირაში სერია ა-ს გუნდებიდან ვირუსის უკვე მე-5 შემთხვევაა და იტალიაში სეზონის სტარტის გადადებაზე უკვე ალაპარაკდნენ…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *