Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ედენ აზარი იუვენტუსის რადარზე ?

ესპანური მედიის ინფორმაციით, ჩელსისთან ჩაგდებული კიდევ ერთი თამაშის შემდეგ მადრიდის რეალის შემტევი ედენ აზარი გუნდის გეგმებში აღარ შედის და ბლანკოსი ზაფხულში ბელფიელი ფეხბურთელის გაყიდვას ეცდება, მისი გაფორმების ერთ-ერთ კანდიდატად კი ტურინის იუვენტუსი დასახელდა.

აზარი რეალში ჩელსიდან 2019 წელს, 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა მან მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა. მიმდინარე სეზონში მან ტრავმების გამო მხოლოდ 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

ახლა მისი სატრანსფერო ღირებულება რეალში 2 წარუმატებელი სეზონის შემდეგ დაახლოებით 40 მილიონი ევროა და ესპანური AS-ს მტკიცებით, ანიელისა და პერესს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობის გამო ბელგიელი შესაძლოა სწირედ ტურინულ გრანდში აღმოჩნდეს…