Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ედინ ჯეკოს კორონა ვირუსი აქვს

რამდენიმე წუთის წინ, ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ედინ ჯეკოს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ის იზოლაციაშია გადაყვანილი.

წყაროს ინფორმაციით, ბოსნიელ ფეხბურთელს ვირუსის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება და ის თავს კარგად გრძნობს.

ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა ინსტაგრამის მეშვეობით დაადასტურა.

„გამარჯობათ, სამწუხაროდ კორონა ვირუსი დამიდასტურდა და მომიწევს, რომ პროტოკოლს პატივი ვცე და კარანტინი გავიარო.

„ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემზე დარდობს გარწმუნებთ, რომ არანაირი სიმპტომი არ მაქვს და თავს კარგად ვგრძნობ.

„რამდენიმე დღე ჩემი თანაგუნდელებისგან შორს ყოფნა მომიწევს, თუმცა გონებით და გულით ყოველთვის მათ გვერდით ვარ. Forza Roma!”