Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ევერტონის შემდეგ, დემირალი ესპანურ გრანდსაც მოუნდა

გუშინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევერტონი მერიჰ დემირალის ტრანსფერით ინტერესდებოდა და მზად იყო, მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაეხადა.

თუმცა, Calciomercato-ს ინფორმაციით, ევერტონს მადრიდის ატლეტიკოს სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

წყაროს ცნობით, ატლეტიკო მზად არის იუვენტუსს ალვარო მორატა შესთავაზოს, რომელიც ტურინელთა რიგებში იჯარის წესით ასპარეზობს და იუვეს მისი გამოსყიდვა 45 მილიონ ევროდ შეუძლია.

იუვენტუსმა დემირალი სასუოლოდან 2019 წელს, 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, თუმცა თურქი უკანახაზელი ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრება.