ევერტონი ალანის შეძენას გეგმავს
ბრაზილიელი ნახევარმცველი ჯენარო გატუზოს გეგმებში არ შედის და მისი გაყიდვა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.ნაპოლი ალანის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის,თუმცა მის სანაცვლოდ 40-50 მილიონ ევროს ითხოვს.
მისი შეძენის სურვილი რამდენიმე გუნდმა გამოთქვა,თუმცა ნაპოლის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას მხოლოდ ევერტონი აპირებს,რადგან ალანი კარლო ანჩელოტის პირადი მოთხოვნაა.
ერთ-ერთი იტალიური გამოცემის მტკიცებით,ევერტონის გარდა ნაპოლი ატლეტიკოს მადრიდთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს,თუმცა ესპანელები ფეხბურთელის გაცვლას სთავაზობენ,რაც იტალიელებს არ აწყობთ.