Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ევერტონი დემირალის ტრანსფერზე გააქტიურდა

გასული ზაფხულიდან მოყოლებული, მერიჰ დემირალის სახელი ევერტონს არაერთხელ დაუკავშირეს და როგორც ჩანს, ინგლისელები თურქი უკანახაზელის შეძენას კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

ბიანკონერისთვის ერთი წლის წინ დემირალი ხელშეუხებელი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო ტურინელები მზად არიან, წინადადებები მოისმინონ და ევერტონის შეთავაზებამაც არ დააყოვნა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ევერტონი მზად არის ფეხბურთელის სანაცვლოდ იუვენტუსს 25-30 მილიონი ევრო გადაუხადის, ბიანკონერი კი 35-40 მილიონს ითხოვს.

ამის გარდა, ფეხბურთელის დასარწმუნებლად ევერტონი დემირალს ხელფასის სახით 3 მილიონს სთავაზობს, რაც მის ამჟამინდელ ხელფასთან – 1.8 მილიონთან შედარებით საგრძნობლად მაღალია.