Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ევერტონი დე ვრეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს

Tuttosport-ის ინფორმაციით, ევერტონი ინტერის ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის სტეფან დე ვრეის ტრანსფერით ინტერესდება, თუმცა ნერაძურის ჯერჯერობით მის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადება არ მიუღია.

აშრაფ ჰაკიმის შემდეგ, ინტერს გუნდის კიდევ ერთი ლიდერის გაყიდვა არ სურს, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო ბენეამატა შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში დე ვრეის გაშვებას აუცილებლად განიხილავს.

წყაროს ინფორმაციით, ინტერი დე ვრეის 60 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაასხვისებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინგლისელებმა ამ თანხის გადახდა მოისურვონ.