Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ევერტონი იუვენტუსს დემირალის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას სთავაზობს

მერიჰ დემირალის იუვენტუსიდან წასვლის შესახებ იტალიურ და უცხოურ მედიაში საუბრები არ წყდება და ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, ბიანკონერიმ ერთ-ერთი დაინტერესებული გუნდისგან – ევერტონისგან საკმაოდ კარგი წინადადებაც მიიღო.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისელებმა იუვეს თურქი ცენტრალური მცველის სანაცვლდო 30 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით ბიანკოენრის მინიმუმ 40 მილიონი ევროს მიღება სურს.

იუვენტუსს ევერტონიდან იტალიელი ფორვარდის მოიზე კინის დაბრუნება სურს და არც ის არის გამორიცხული, რომ მხარეებს შორის ბარტერიც ვიხილოთ.