Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ევერტონი კინის გაშვებას არ აპირებს

ბოლო დღეებში მოიზე კინის იუვენტუსში შესაძლო დაბრუნებაზე არაერთმა ავტორიტეტულმა წყარომ დაწერა, თუმცა TuttoJuve-ს ინფორმაციით, ევერტონი კარლო ანჩელოტის მოთხოვნით ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

ევერტონმა ახალგაზრდა იტალიელი ფორვარდი იუვენტუსისგან გასული სეზონის სტარტზე, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა 20 წლის ფორვარდის კარიერა ინგლისში კარგად ვერ წავიდა და 33 მატჩში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.

ანდრეა პირლოს გუნდში მისვლის შემდეგ, კინის დაბრუნება საკმაოდ რეალური გახდა და იტალიაში დაბრუნების წინააღმდეგი არც კინი არ არის, თუმცა ცუდი სეზონის მიუხედავად, კარლო ანჩელოტის ფეხბურთელის პოტენციალის სჯერა და მის გაშვებას არ აპირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.