Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ევერტონი რაბიოს მხოლოდ ერთი პირობით გაიფორმებს

კარლო ანჩელოტის ყოფილი შეგირდის გაფორმება უნდა,თუმცა ინგლისელები მას მხოლოდ იჯარის წესით აიყვანენ.რაბიო იუვენტუსში გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადავიდა და ჩაგდებული სეზონის შემდეგ,გუნდის დატოვების რეალური კანდიდატია.

ანჩელოტიმ და რაბიომ ერთად პსჟ-ში იმუშავეს და იტალიელ სპეციალისტს ფრანგის მონაცემები კარგად მოეხსენება.იუვენტუსს კი თავის მხრივ,ფეხბურთელების გასხვისება და ნახევარდაცვის გაძლიერება სურს,რადგან რაბიოს და რემსის გაფორმებამ სასურველი შედეგი გუნდს ვერ მოუტანა.

Leave a Reply

Your email address will not be published.