Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ევერტონი რაბიოს ტრანსფერით ინტერესდება

France Football-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტის მოთხოვნით ევერტონი ზაფხულში ადრიენ რაბიოს გაფორმებას შეეცდება და მის სანაცვლოდ ტურინელებს 25 მილიონ ევროს შესთავაზებს.

რაბიო იუვენტუსს 2019 წელს პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო მან თავისი პოტენციალი ტურინში ჯერჯერობით ვერ გამოავლინა.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა ფეხბურთელმა იუვეს მაისურით 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქტივში მხოლოდ 1 გოლი ჩაიწერა.

იტალიურ მედიაში უკვე არაერთხელ დაიწერა, რომ ზაფხულში იუვე ნახევარდაცვის გადახალისებას გეგმავს და რაბიოს გუნდიდან წასვლა გამორიცხული სულაც არ არის…