Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ევერტონმა ნაპოლის კულიბალის ტრანსფერზე წინადადებით მიმართა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ევერტონმა ნაპოლის კალიდუ კულიბალის ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით მიმართა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ინგლისელები მზად არიან 30 წლის სენეგალელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ნაპოლის 35 მილიონი ევრო გადაუხადონ, თუმცა დე ლაურენტისი მის გაშვებას 60 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

პანდემიის დაწყებამდე კულიბალის სანაცვლოდ მანჩესტერ სიტი 80 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა ასაკის და ფინანსური სიტუაციის გამო ფეხბურთელის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.