Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ევერტონს ნაპოლის კიდევ ერთი ფეხბურთელი სურს

ალანის გაფორმების შემდეგ, ევერტონს ნაპოლის კიდევ ერთი ფეხბურთელის, 25 წლის ირვინგ ლოზანოს შძენა სურს.

მექსიკელი ფეხბურთელი ნაპოლიში გასულ ზაფხულს, 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა მოლოდინები ვერ გაამართლა და ძირითად შემადგენლობაში ძალიან იშვიათად ჩნდებოდა.

კარლო ანჩელოტიმ ფეხბურთელის შესაძლებლობები კარგად იცის და მისი გუდისონ პარკში მიყვანა სურს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ევერტონი ნაპოლის ოფიციალური წინადადებით  უახლოესი საათების განმავლობაში მიმართავს და როგორც დე ლაურენტისმა აღნიშნა, ის ნებისმიერი ფეხბურთელის გაყიდის, თუ სარფიან წინადადებას მიიღებს…

Leave a Reply

Your email address will not be published.