Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ევროპა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, მილანი ტაკეჰირო ტომიასუს გაიფორმებს

დღეს, 23:00 საათზე, მილანი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სტადიაზე პორტუგალიურ რიო ავეს დაუპირისპირდება და წარმატების შემთხვევაში ჯგუფურ ეტაპზე გასვლას მოახერხებს, რაც დამატებით 15 მილიონ ევროს მოუტანს.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ასეთ შემთხვევაში როსონერი ბოლონიას იაპონელი უკანახაზელის, ტაკეჰირო ტომიასუს სანაცვლოდ ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს და ტრანსფერს დახურავს.

მილანმა ფეხბურთელის სანაცვლოდ პირველი შეთავაზება, 15 მილიონი ევროს სახით, უკვე გააკეთა, რაზეც უარი მიიღო. ბოლონია 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც როსონერის პაკეტას გაშვების და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემდეგ არ გაუჭირდება.