Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, მილანი 3 ფეხბურთელის დამატებას შეეცდება

MilanNews-ის ჟურნალისტის, ანტო ვიტელოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას მოახერხებს, დიავოლო ნახევარმცველის, გარემარბის და ცენტრალური მცველის გაფორმებას შეეძლება.

ევროპა ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო მატჩი მილანს 1 ოქტომბერს უწევს და გუნდის ხელმძღვანელობას 4 დღე ექნება იმისთვის, რომ გუნდის შემადგენლობა კიდევ უფრო გააძლიეროს.

როსონერი ასევე ლუკას პაკეტას გასხვისებაზე მუშაობს, რაც გუნდს დამატებით 22-23 მილიონ ევროს მოუტანდს და მალდინის და მასარას ფეხბურთელების უფრო დიდ არჩევანს მისცემს.

საიდუმლო არავისთვის არ არის, რომ პაკეტა პიოლის გეგმებში არ შედის და მის აგენტს დავალება უკვე მიღებული აქვს, რომ ფეხბურთელისთვის ახალი გუნდი იპოვოს, თუმცა ლიონის და რამდენიმე ესპანური გუნდის ინტერესის მიუხედავად, ოფიციალური წინადადებით არც ერთ მათგანს არ მიუმართავს.

Leave a Reply

Your email address will not be published.