Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ევროპული გრანდები კესის უფასოდ დამატებას გეგმავენ…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემი, ჩელსი და პსჟ მომდევნო ზაფხულს ფრანკ კესის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას გეგმავენ.

კესის კონტრაქტი მილანთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მასთან პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებების წამოწყება მილანის თანხმობის გარეშე იანვრიდან შეეძლება.

კოტ-დიუვარელმა ფეხბურთელმა მილანში დარჩენის სურვილი არაერთხელ დააფიქსირა, მაგრამ Corriere dello Sport-ის ცნობით (დეტალები იხილეთ აქ), კესი ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ 8.5 მილიონ ევროს იხდის, რაც მილანისთვის მიუღებელია.

პსჟ-მ უკვე გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავისუფალი აგენტის სტატუსით მსოფლიო დონის ვარსკვლავები დაიმატა და მათ წარმოუდგენელი ხელფასებით ხიბლავდა და გამონაკლისი არც კესი იქნება…