Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ევროპული სუპერ ლიგის შექმნა მომავალ თვეში გაოფიციალურდება ?

ევროპული სუპერ ლიგის შესახებ საუბარი კვლავ არ წყდება. Sky Sport -მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის წამყვანი გუნდები ახალი ევროპული ტურნირის ჩამოყალიბებაზე უკვე მუშაობენ და ჩემპიონატის საერთო ბიუჯეტი 5 მილიარდი ევრო იქნება.

Repubblica იმასაც ამტკიცებს, რომ ახალი ევროპული ჩემპიონატის შექმნის იდეა მომავალ თვეში ოფიციალურად დადასტურდება და ჩემპიონატზე მონაწილეობას 12-18 გუნდი მიიღებს.

გუნდების სავარაუდო სია ასეთი იქნება:

იტალია: მილანი, ინტერი, იუვენტუსი
გერმანია: ბაიერნი, დორტმუნდი
ესპანეთი: მადრიდის რეალი, ბარსელონა, ატლეტიკო, სევილია
ინგლისი: არსენალი, ჩელსი, ლივერპული, მანჩესტერ სიტი, მანჩესტერ იუნაიტედი
საფრანგეთი: პსჟ
ნიდერლანდები: აიაქსი
პორტუგალია: პორტო და ბენფიკა