Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ევროპულმა სასამართლომ მილანის აპელაცია უარით გაისტუმრა…

მილანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავისი ლოგოს საავტორო უფლებებით დაცვაზე მუშაობას განაგრძობს და ეს ყველგან მოახერხა, გერმანიის გარდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ გერმანიაში არსებული კომპანია InterES Handels-und Dienstleistungs Gesellschaft mbH & Co KG მილანის სახელს 1988 წლიდან მოყოლებული იყენებს, რომელიც კალმებს, ფანქრებს და სხვა მსგავს პროდუქციას ყიდის და მილანის სახელს იყენებს.

აღნიშნული პრობლემა სასამართლოში 2017 წლიდან იხილება და დღეს ევროპულმა სასამართლომ მილანის აპელაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა…