Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ელკანი:“ იმედია რონალდუ გოლს არ გაგვიტანს“

ლაპო ელკანმა, რომელიც ანდრეა ანიელის ბიძაშვილი გახლავთ, თუმცა იუვენტუსში არანაირი როლი არ აბარია, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

„რონალდუ ძალიან კარგი ადამიანი და მეგობარია, რომლის მიმართაც დიდი პატივისცემის გრძნობა მაქვს. მე მისი გუნდიდან წასვლა მეწყინა, მაგრამ ჩვენს შორის მეგობრობა კვლავ იმავე დონეზეა.

„მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის შესანიშნავი ადამიანია, რომელიც რთული ბავშვობის მიუხედავად კეთილ და ხელგაშლილ ადამიანად დარჩა. ის დღეისათვის ფეხბურთის მეფეა.

„მინდა მას მოკითხვა გავუგზავნო და ვთხოვო, რომ თუ მანჩესტერი იუვეს შეხვდება, გოლი არ გაიტანოს“