ელკანი იუვენტუსის გაყიდვას გეგმავს…
იტალიური გამოცემა Top Calcio 24-ის ჟურნალისტის გვიდო ტოლომეის ინფორმაციით, Exor-ის პრეზიდენტი ჯონ ელკანი ახლო მომავალში იუვენტუსის გაყიდვას აპირებს.
წყაროს ცნობით, ელკანს სურს, რომ იუვენტუსის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები დასრულდეს, რაც გუნდს უფრო მიმზიდველ ინვესტიციად აქვევს, შემდეგ კი იუვენტუსის აქციების საკონტროლო პაკეტი გაყიდოს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსის ყიდვის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად გუნდის ყოფილი პრეზიდენტი ანდრეა ანიელი მოიაზრება, რომელიც ბიანკონერის აქციების საკმაოდ მნიშვნელოვან წილს უკვე ფლობს. იუვენტუსის გაყიდვის შემთხვევაში, ანდრეა ინვესტორების მოძებას და გუნდის ყიდვას, შემდეგ კი პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნებას ეცდება.