Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ელკანი:“ იუვენტუსი არა პრობლემა, არამედ გამოსავალის ნაწილია“

იუვენტუსის მფლობელი კომპანია Exor-ის პრეზიდენტმა ჯონ ელკანმა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ტურინულ გრანდს Plusvalenza-ს საქმის გამო 15 ქულა ჩამოაკლო, უსამართლო უწოდა.

„უსამართლობა აღნიშნულ საქმეში აშკარაა, ეს ფეხბურთის და კანონის არაერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, მათ შორის მათ, ვინც იუვენტუსის ქომაგები არ არიან და გუნდის მიმართ ყოველთვის კრიტიკულად არიან განწყობილნი. იუვენტუსი იტალიაში ყველაზე პოპულარული და ქომაგებისთვის საყვარელი გუნდია, რომელიც ნაციონალურ ფეხბურთს წარმოადგენს.

„იმედი მაქვს, რომ სხვა გუნდებთან და მთავრობასთან ერთად ჩვენ ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთის შეცვლას შევძლებთ, რომ უფრო ამბიციური და ძლიერი მომავალი ავაშენოთ. იუვენტუსი პრობლემა არ არის, იუვენტუსი პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ხერხია და ყოველთვის ასე იქნება.

„გუნდის მმართველობის 100 წლის პერიოდში, ჩვენ არაერთი გამორჩეული და რთული მომენტი გამოვიარეთ. გასულ 20 წელში იუვენტუსმა 11 სკუდეტო, 6 სუპერ თასი, 5 კოპა იტალია მოიგო, რასაც ქალების წარმატებული ასპარეზობა ემატება.

„2006 წლის მუნდიალი და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო ნაკრებმა, რომლის ხერხემალს იუვენტუსის ფეხბურთელები წარმოადგენდნენ. იუვენტუსი არის გუნდი, რომლის რიგებშიც ისტორიაში მსოფლიოს ყველაზე მეტ ჩემპიონს უთამაშია.“