Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ელკანი:“ იუვენტუსს დიდებული ათწლეული ჰქონდა“

ჯონ ელკანმა ლეგენდარული ჯანი ანიელის მე-100 დაბადების დღის აღსანიშნავად გასამართ ცერემონიალზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ჯონ ელკანი ანდრეა ანიელის ნათესავი და Exor-ის პრეზიდენტი გახლავთ.

„ჩვენ, როგორც გენერაციას ძალიან გაგვიმართლა, რომ იუვენტუსის დომინაციას და ზედიზედ 9 მოპოვებულ სკუდეტოს მოვესწარით. ჩვენ დიდებული რეკორდი მოვხსენით, რეკორდი, რომელსაც ბაბუაჩემი ძალიან ხშირად იხსენებდა მაშინ, როდესაც პატარა ვიყავი.

„ის, რასაც იუვენტუსმა მიაღწია ნამდვილად გამორჩეული შედეგია. ჩვენ იუვენტუსი მწვერვალზე დავაბრუნეთ და შევძელით ის, რაც აქამდე არავის არასოდეს გაუკეთებია

„ახლა კი ცვლილებების დრო მოვიდა და ვიცით, რომ ყურადღება ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გავაკეთოთ.“