Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ელკანმა იუვენტუსის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარი გააკეთა

იუვენტუსის მფლობელი კომპანია Exor-ის პრეზიდენტმა ჯონ ელკანმა იუვენტუსის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით მსურს განვაცხადო, რომ იუვენტუსი გამომძიებლებთან ყველა საკითზე მაქსიმალურად თანამშრომლობს და დარწმუნბული ვარ, რომ ყველაფერს ნათელი ძალიან მალე მოეფინება.

„ჩვენთვის, Exor-ისთვის იუვენტუსი ძალიან მნიშვნელოვანია და გვწამს, რომ სამართლის სისტემა შესაბამისად იმუშავებს. იუვენტუსი დიდი გუნდია და ჩვენ გვსურს, რომ ეს ასე დარჩეს.

„რონალდუს ტრანსფერი ? ეს იუვენტუსისთვის მნიშნელოვანი ოპერაცია იყო, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მალე კორონა ვირუსის პანდემია დაიწყო, რამაც ძალიან ბევრ ასპექტზე ცუდი გავლენა იქონია.“

ელკანს არაფერი უთქვამს გუნდის პრეზიდენტის ანდრეა ანიელის შესახებ, რომლის შესახებაც იტალიურ წყაროებსი იწერება, რომ Exor-ის პრეზიდენტს იუვენტუსიდან ანიელის გაშვება სურს (იხილეთ აქ).