Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ელ შაარავი:“ მოურინიო დიდებული სპეციალისტია“

რომას ვინგერმა სტეფან ელ შაარავიმ გუნდის ამბიციური გეგმების და ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.

„რომაში ტრანსფერი ? სიმართლე რო მგითხრათ, ამას არ ველოდებოდი, თუმცა იმ მომენტიდან, როდესაც მე გუნდში დავბრუნდი მივხვდი, თუ რამდენად სერიოზული გეგმები ჰქონდათ რომას ახალ მფლობელებს.

„ჩვენ გრძელვადიანი პროექტის დასაწყისში ვართ, თუმცა ყველაფერი უდნა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კარგი შედეგები უმოკლეს დროში მივიღოთ.

„ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გვყავს, რომელიც დიდებული მოტივატორია და რომელსაც ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

„ჟოზე იმ მწვრთნელების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა მოსმენაც შენ გსიამოვნებს. მან იცის, როგორ უნდა მიიღოს თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმი. მე რომასთან 3-წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ ამ დროის გატარება მოურინიოსთან ერთად მომიწევს.“