Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ელ შაარავი შესაძლოა მილანში დაბრუნდეს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მილანში სტეფან ელ შაარავი დაბრუნდეს.

28 წლის ფეხბურთელს შანხაი შენჰუას დატოვება სურს და მისი ძმა და აგენტი უკვე ჩინეთში იმყოფება და გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, იტალიელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და მილანს კარგი შანსი ექნება, რომ შეტევის ხაზი სრულიად უფასოდ გააძლიეროს.

მილანის გარდა, ელ შაარავის კიდევ ერთი ყოფილი გუნდი, რომა ეპატიჟება და წყაროს ინფორმაციით მათ პირადი კონტრაქტის შესახებ ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.