Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ელ შაარავი:“ ჩვენ ძლიერი ხასიათი გამოვავლინეთ“

სტეფალ ელ შაარავიმ შახტართან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ დღეს გუნდის ძლიერი ხასიათი და მონდომება გამოვავლინეთ მეტოქის წინააღმდეგ, რომელთან თამაში მარტივი არასოდეს არის.

„რომამ ძალიან კარგად ითამაშა და ევროპა ლიგაზე ასეთი კარგი შედეგის მიღწევა ჩვენს თავდაჯერებულობას გაზრდის. უკრაინაში ძალიან ძნელი შეხვედრა გველოდება და ჯერ დასრულებული არაფერია.

„ბედნიერი ვარ, რომ რომაში დავბრუნდი და შემიძლია, რომ ამ შესანიშნავ გუნდს კიდევ დავეხმარო.

„ნაკრები ? რა თქმა უნდა, ნაკრებში თამაში ნებისმიერი პროფესიონალის ოცნებაა. თითოეულმა ჩვენგანმა ვარჯიში უნდა გავაგრძელოთ და როდესაც დრო მოვა, მზად უნდა ვიყოთ.“