Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ემერი:“ არ ვთვლი, რომ იუვენტუსი სიტიზე სუსტი გუნდია“

ვილიარეალის თავკაცმა უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები შეაფასა.

ვილიარეალს პირველად მანჩესტერ სიტი შეხვდა, თუმცა წილისყრის გადათამაშების შემდეგ მათი მეტოქე იუვენტუსი იქნება.

„ჩვენ 3 საათში ორი ურთულესი მეტოქე შეგვხვდა. სიტი ძალიან რთული მეტოქე იქნებოდა, ისევე, როგორც იუვენტუსი. მე არ მესმის იმ ხალხის ვინც თვლის, რომ ჩვენი სიტუაცია გაუმჯობესდა. იუვე და სიტი ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტთა შორის არიან. ისინი განსხვავებული სტილის ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ერთ დონეზე არიან.“