Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ემერსონი ნაპოლიში ტრანსფერს დათანხმდა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ნაკრების და ჩელსის უკანახაზელმა ემერსონ პალმიერიმ ნაპოლიში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა.

26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ნაპოლის ახალი თავკაცის ლუჩიანო სპალეტის პირადი მოთხოვნაა და ფეხბურთელის მწვანე შუქის მიღების შემდეგ, პარტენოპეიმ ლურჯებს მის სანაცვლდო 9 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა.

პალმიერის მიმდინარე კონტრაქტი ჩელსისთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით ლონდონელებს ხელშეკრულების 2023 წლამდე გახანგრძლივება შეუძლიათ.