Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ემერსონს ნაპოლიში გადასვლა სურს

ნაპოლი და ინტერი ჩელსიდან ემერსონ პალმიერის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ, თუმცა როგორც ჩანს იტალო-ბრაზილიელმა ფეხბურთელმა არჩევანი უკვე გააკეთა და მას კარიერის გაგრძელება სტადიო მარადონაზე სურს.

ემერსონს ჩელსისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ლურჯებს ხელშეკრულების გაფორმება ავტომატურად კიდევ ერთი სეზონით შეუძლიათ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ნაპოლიმ ინგლისურ გრანდს 26 წლის უკანახაზელის სანაცვლოდ 10 მილიონი შესთავაზა, ჩელსი კი თავის მხრივ 20 მილიონს ითხოვს და პარტენიპეის იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის სურვილი გადამწყვეტი აღმოჩნდება და ლურჯები მის ფასს ადრე თუ გვიან შეამცირებენ…