Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ემერსონ პალმიერის აგნეტმა ფეხბურთელის მომავალზე კომენტარი გააკეთა

ემერსონ პალმიერის სახელი ინტერს და ნაპოლის ბოლო კვირეების განმავლობაში არაერთხელ დაუკავშირეს და ფეხბურთელის აგენტმა იტალო-ბრაზილიელის იტალიაში დაბრუნება არ გამორიცხა.

კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა პალმიერი იტალიაში, აგენტმა ასეთი კომენტარი გააკეთა.

„ამ თემაზე ახლა ბევრს ვერაფერს გეტყვით, თუმცა მისი იტალიაში დაბრუნება გამორიცხული არ არის.“

ჯერჯერობით 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში გამოკვეთილი ფავორიტი ნაპოლია, რომელმაც ჩელსის მის სანაცვლოდ 1-წლიანი იჯარა შესთავაზა, შემდგომში 25 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.

Leave a Reply

Your email address will not be published.