ემპოლის თავკაცი:“ დიბალა დიდებული ფეხბურთელია, ის მოედანზე სხვაობას ქმნის“
ემპოლის თავკაცმა პაოლო ძანეტიმ რომასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვიყავით თუ არა უიღბლოები რომასთან მატჩში ? არა, მე იღბლის არ მჯერა, ჩვენ მომენტები შევქმენით, მაგრამ მათი გამოყენება ჩვენივე უზუსტობის გამო ვერ შევძელით, რის გამოც დავისაჯეთ კიდეც.
„დიბალა ? ის დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია. როდესაც შენ დიდი გუნდების წინააღმდეგ თამაშობ, გასაკვირი არ არის, რომ შენ ჩემპიონებთან გიწევს გამკლავება.“