Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერანიო:“ მილანმა კესის მოთხოვნილი ხელფასი უნდა გადაუხადოს“

მილანის ყოფილი ფეხბურთელის სტეფანო ერანიოს აზრით, მილანმა ფრანკ კესის მოთხოვნილი ხელფასი უნდა მისცეს და მასთან კონტრაქტი აუცილებლად გაახანგრძლივოს.

25 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და ფინანსური საკითხების გამო მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ შეთანხმება ვერ ხერხდება.

„კესი მილანის ნახევარდაცვის ნახევარია და მისი დაკარგვა როსონერის საგრძნობლად დაასუსტებს.

„მილანის პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩვენ ჯიჯო დონარუმას და ჰაკან ჩალჰანოღლუს მიმართებაში უკვე ვნახეთ, რომ მათი კატეგორიულობა ყოველთვის არ ჭრის.

„მართალია კესი საკმაოდ მაღალ ხელფასს ითხოვს, მაგრამ გუნდში, რომელშიც 40 წლის ზლატანი 7 მილიონს იღებს და სანახევროდ ტრავმირებულია, ფრანკი მოთხოვნილ ხელფასს იმსახურებს.

„დროა მილანმა გარკვეული ხარჯების გაზრდაზე თანხმობა განაცხადოს, რადგან მათ 2-3 წელი მნიშვნელოვანი ფეხბურთელების დაკარგვის საშუალება არ აქვთ.“