Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ერთა ლიგა: იტალია ბელგიას დაუპირისპირდება…

ერთა ლიგის მეორე ნახევარფინალური მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ იტალია მესამე ადგილისთვის რომელუ ლუკაკუს და მის ბელგიას დაუპირისპირდება, ფინალში კი ჩემპიონის ვინაობას ესპანეთი – საფრანგეთი სან სიროზე გაარკვევენ.

ნახევარფინალური მატჩი დღეს ტურინში, იუვენტუსის სტადიონზე, ბელგიასა და საფრანგეთს შორის გაიმართა, რომელშიც ლუკაკუს გუნდი 2 – 0 იმარჯვებდა, თუმცა საფრანგეთმა 3 უპასუხო გოლის გატანა და ფინალში გასვლა მოახერხა.

ერთა ლიგის მესამე ადგილოსანი 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაირკვევა, ფინალი კი იმავე დღეს 22:45 საათზე გაიმართება.